ჩემი ერთგულება არის სახელმწიფოსა და ქვეყნის, არა პარტიის წინაშე - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" სახელისუფლებო პარტიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის საფუძველი "ქართული ოცნების" ის ქმედებები გახდა, რომელიც არა სახელმწიფო, არამედ კონკრეტული პარტიის ინტერესებს და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა.
ჩემი წამოსვლა განპირობებული იყო მარტივი მიზეზით, სანამ იყო შესაძლებელი და არსებობდა, კორიდორი გვეკეთებინა, პოზიტიური დღის წესრიგი, შესაბამისად, საქმე სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ჩვენ ამას ვაკეთებდით. როგორც კი გაჩნდა კრიტიკული მომენტი, როდესაც ერთმა ცალკე აღებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც თემასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა თემა იქნებოდა, ძალაუფლების შენარჩუნება და პარტიული ინტერესი დაეყენებინა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ისეთ საკითხში, რომელიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, რატომ? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩემი ერთგულება არის სახელმწიფოს და ქვეყნის წინაშე და არა პარტიის წინაშე, მითუმეტეს ზოგიერთი ბოსის წინაშე, რომელიც დღეს ამ პარტიაში არის, - თქვა გახარიამ.