ეს არის ოპოზიციის გამარჯვება მთლიანობაში - თამარ კორძაია სააკაშვილის ჩამოსვლაზე

28.09.21 11:11
ეს არის ოპოზიციის გამარჯვება მთლიანობაში - თამარ კორძაია სააკაშვილის ჩამოსვლაზე

პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია, ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სამ შესაძლო სცენარს აჟღერებს. კორძაიას თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ხელისუფლების მარცხი და ოპოზიციის გამარჯვება იქნება. 

სამი შესაძლო სცენარი შეიძლება, განვითარდეს: მოფრინავს, ჩამოდის, იჭერენ; მოფრინავს, მაგრამ ქვეყანაში არ უშვებენ; მოფრინავს, ჩამოდის, ვერ იჭერენ. ნებისმიერი ეს ვერსია არის ხელისუფლების მარცხი, იმიტომ რომ მათ მოუწევთ მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დადასტურება, რატომ იჭერენ მესამე პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეს არის ოპოზიციის გამარჯვება მთლიანობაში, იმიტომ რომ კოალიციური მთავრობა იყო ოპოზიციის  დანაპირები და მიხეილ სააკაშვილიც ამას აჟღერებდა თავის გამოსვლებში", - ამბობს თამარ კორძაია.

მსგავსი სიახლეები