არის რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული, რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას - ცისკარიშვილი სააკაშვილზე

28.09.21 11:08
არის რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული, რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას - ცისკარიშვილი სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი, დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხელსაყრელი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" პოლიტიკური განაჩენი სისრულეში მოიყვანოს. ცისკარიშვილის აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლით ოპოზიცია გაძლიერდება. 

2 ოქტომბრის შემდეგ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური დაჭერების თავი და უნარი არ ექნება, ის იქნება გაცილებით დასუსტებული, რეალურად მის წინააღმდეგ საქმე როგორც ასეთი, კრიმინალური, არ არსებობს, თუმცა მაინც არსებობს რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული, რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს - მას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია. ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოფნა არ აწყობთ, მაგრამ ასევე უნდათ, რომ პოლიტიკური განაჩენი მოიყვანონ სისრულეში და ის ამყოფონ საპყრობილეში. ოპოზიცია გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილის  საქართველოში ყოფნით, დაბრუნებით", - ამბობს ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები