ადამიანის სიცოცხლით მევაჭრებიან, რომ ,,ტვ პირველი" გაჩუმდეს - ვატო წერეთელი
გადამწყვეტი არჩევნების წინ, სასამართლო "ტვ პირველის" დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმის განხილვას დაჩქარებული ტემპით აგრძელებს.
ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა დაიწყება. პირველი, ვინც დღეს სხდომათა დარბაზში დაიკითხება, "ტვ პირელის" დამფუძნებელი ვატო წერეთელია.
ვაპირებ, მოსამართლეს მოვუყვე, როგორ მევაჭრებიან ადამიანის სიცოცხლით, რომ ტელევიზია გაჩერდეს და გაჩუმდეს. მინდა, პროკურორებს ჩავხედო და ვუთხრა, რა საქმეზე ზის სასამართლოში მამაჩემი. რა იმედი უნდა მქონდეს? - ამ საქმეს არც დაზარალებული გააჩნია. ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ,,ტვ პირველი" გააჩუმონ. მოვიდა არჩევნები და ყველაფერს ხედავენ"- აცხადებს წერეთელი.