გჯერათ, რომ ჩამოდის? - "ოცნების" დეპუტატებს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების არ სჯერათ

28.09.21 11:16
გჯერათ, რომ ჩამოდის? - "ოცნების" დეპუტატებს სააკაშვილის  საქართველოში დაბრუნების არ სჯერათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურებიან. "ოცნების" დეპუტატებს არ სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. ვიქტორ სანიკიძის თქმით, ბილეთის ყიდვა არაფერს ნიშნავს.

გჯერათ, რომ ჩამოდის? რამეს ნიშნავს ეგ ბილეთი? შემიძლია, ბილეთი ვიყიდო ნებისმიერი მიმართულებით და რას ნიშნავს, მივდივარ? - ამბობს ვიქტორ სანიკიძე. 

მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა ამომრჩეველი ბევრჯერ მოატყუა, თუმცა თუ ის ქვეყანაში მაინც დაბრუნდება, ეს მხოლოდ მმართველ პარტიას დაეხმარება. 

მიხეილ სააკაშვილი, რასაც ეუბნებობა თავის ამომრჩეველს 18-ჯერ გადააგდო. დაეხმარება მომხრეებს "ქართული ოცნების", როგორ აპირებს ჩამოსვლას, რას აპირებენ, მარაზმში გადადიან. დავუშვათ ესეთი რამე მოხდა, დაპირისპირებას აპირებს საზოგადოების?!', - ამბობს ყაველაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები