ღარიბაშვილის მუქარა - სააკაშვილი წავა ციხეში, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც
"კანონის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში"- პრემიერმინისტრის ღია მუქარა მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს.
კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონისა და სახელმწიფოს სახელით"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ციხეს იმსახურებს:
სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს, მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას და ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიყალბე"- დასძინა მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს:
რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს. სააკაშვილს დახვდება 100 ათასობით მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი", - თქვა ღარიბაშვილმა.