ოპოზიციის მიერ გაკრული ბანერები ღამითვე ჩამოხიეს
"ევროპული საქართველოს" მიერ გაკრული ბანერები დასუფთავების სამსახურმა და პოლიციამ ღამითვე ჩამოხია. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი, ამბობს.
გუშინ ღამით "ევროპული საქართველოს" წევრები აკრავდნენ თბილისში პლაკატებს, რომელიც უკავშირდება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს და პოლიციის თანამშრომლები და თბილსერვისის თანამშრომლები კუდში მოსდევდნენ ჩვენ თანამშრომლებს. ჩვენ გვაქვს კადრები და დამატკიცებელი მაგალითები, სადაც პოლიციის და თბილსერვისის თანამშრომლები ჩვენ გაკრულ პლაკატებს ხევენ ჩუმად", - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.
ფოტო კომბინაციით - ივანიშვილის პორტრეტი და ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების "ცხოველების ფერმის" გარეკანი -ბანერთან მობილური ტელეფონი მიტანისთანავე კი ვიდეოკლიპი ირთვება. კლიპის პრემეირა დღეს იუსტიციის სახლთან იგეგმება. მანამდე კი ,,ევროპული საქართველოს" წევრებს აპარატურის მონტაჟის საშუალებას პოლიცია არ აძლევდა.
იუსტიციის სახლი შეეცადა, რომ ხელი შეეშალა ჩვენი ღონისძიების გამართვაში, მაგრამ ამ ადამიანებს ავუხსენით, რომ ჩვენ კანონით გვაქვს ამის უფლება, მიხვდნენ, რომ ხელის შეშლა არის უკანონო", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე.