მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის - ეუთოს გენერალური მდივანი

22.04.25 14:20
მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის - ეუთოს გენერალური მდივანი

გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხცვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფერდიუნ სინირლიოღლუს თქმით, სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის.

ეუთო გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ მსგავს შემთხვევებში და უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა. 

საქართველოში, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა. 

ეუთოს გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბრიფინგი გამართეს.

 

მსგავსი სიახლეები