მარიონეტია, სააკაშვილი კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულს - ღარიბაშვილი გახარიაზე

28.09.21 11:54
მარიონეტია, სააკაშვილი კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულს - ღარიბაშვილი გახარიაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას "ბრიყვს" უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ექსპრემიერს "კომპრომატებით მართავს": 

ძალიან გაბრიყვებულია გახარია, დაკარგა საკუთარი სახე. მე ადრე ვთქვი, რომ ამას მოხერხება უნდა, იყოს კაცი პრემიერმინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია, ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, ინფორმაციაც რომ არ ქონდეს ადამიანს. არ მინდა დამატებით სპეკულაცია ამ საკითხზე, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება. როგორ ჩანს, რაღაცა ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები