რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? პასუხს აგებს! - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხილ სააკაშვილის მიზანი "დესტაბილიზაციაა".
მეტიც, ღარიბაშვილმა სააკაშვილს "მშიშარა კაცი" უწოდა და ციხით დაემუქრა
რა თქმა მიხომ, ჩამოვდივარო? მოსალეობას რომ ავუხსნათ, ეს კაცი 8 წელია, იმუქრება, რომ ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იმიტომ, რომ შევა ციხეში"- თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილისსურვილია როგორმე ძალაუფლება დაიბრუნოს, რაც ღარიბაშვილის აზრით "მიუღწეველი ოცნებაა":
სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშილსითვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში"- თქვა მან.