წინასაარჩევნო მოსყიდვა ზეთითა და წიწიბურით - დარღვევები "ტვ პირველის" კამერამ ხაშურში დააფიქსირა
გადამწვეტ არჩვნებამდე 4 დღით ადრე ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას ისევ პროდუქტებით ცდილობს. ამომრჩეველს პირველადი მოხმარების პროდუქტები გუშინ ღამე დაურიგეს.
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები "ტვ პირველის" კამერამ ხაშურში დააფიქსირა. სურსათის დარიგების ფაქტი "ოცნების" კოორდინატორმა ტვ პირველთან დაადასტურა. მისი თქმით, 31 ოჯახს ზეთი, შაქარი, წიწიბურა და სხვა პროდუქტები დაურიგეს.