2 ოქტომბრის მერე ვინ ჩამოვა საქართველოში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას ეხმიანება და ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა არჩევნების პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.
მთლიანად, ოპოზიციასთან ერთად, დავდოთ სერიოზული შედეგი, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ, ვინ ვის დახვდება, როგორ დახვდება, ვიღაცა გაბრაზდება, ვიღაც არ გაბრაზდება, ეხლა ამ ეტაპზე ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. ბრძოლა არის მოსაგები. 2 ოქტომბრის მერე ვინ ჩამოვა საქართველოში ,ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.