"ოცნებამ" რომ ბიუჯეტიდან 800 მილიონი მოიპარა, ეს საქმე გამოიძიეთ?! - ინცინდენტი სასამართლოში
ხმაური საქალაქო სასამართლოში - "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის, გამოკითხვას ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
საქმის პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი, აგრესიით გამოირჩეოდა და წერეთლისგან ცდილობდა, მიეღო პასუხი 20 წლის წინანდელ საქმეზე. ბრალდების მხარეს აინტერესებდა, სად მიჰქონდა წერეთლების კომპანიას საკვები პროდუქტები, რომელთა ექსპორტსაც ეწეოდნენ.
ვატო წერეთელმა პროკურორს ჰკითხა, იძიებს თუ არა შოთაძის უწყება ასეთივე ფორსმაჟორულ რეჟიმში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების საქმეს.
"ქართულმა ოცნებამ" რომ ბიუჯეტიდან 8 მლნ. ლარი მოიპარა, ეს საქმე გამოიძიეთ?! ამ სისწრაფით იძიებთ ამ საქმეებს, ახლა მამაჩემი, ყოველ მესამე დღეს რომ დაგყავთ სასამართლოზე?! აუდიტმა 100-ზე მეტი დასკვნა რომ დადო სახელმწიფო უწყებებში კორუფციასთან დაკავშირებით, ამ საქმეებსაც ასეთი სისწრაფით იძიებთ?! "- მიმართა ვატო წერეთელმა პროკურორს.
გამოკითხვიდან გამოსულმა ვატო წერეთელმა "ტვ პირველთან" ინცინდენტი კიდევ ერთხელ შეაფასა და თქვა, რომ "სასამართლოში რაც ხდება, საგიჟეთია".
პროკურორს ვკითხე, ერთი წლის წინ, ლისის ტბაზე, მამაჩემს რომ ზონდერები დახვდნენ, ის საქმე თუ გამოიძიეს, ბრალდების მხარე გაღიზიანდა და სასაცილო კითხვების დასმა დაიწყო - ბრალმდებელი დაინტერესდა, 20 წლის წინ საკვები პროდუქტები რომ შემოგვქონდა, მერე რას უშვებოდითო... წარმოუდგენელი სიგიჟე ხდება შიგნით, მე ასეთი სიგიჟე არასდროს მომისმენია. შემრცხვა, ის პასუხი გამეცა, რაც იმ წამს გონებაში მქონდა. არაადეკვატურობის პიკია საერთოდ ეს სასამართლო.
ბრალდების მხარე ჩემს კითხვებზე გაღიზიანდა, ფაქტებით ვუთხარი - სად წაიღეს 800 მილიონი, ასევე რა ეპტაპზეა გამოძიება, ან იძიებენ თუ არა სახელმწიფო უწყებებში არსებულ კორუფციაზე, რაზეც სახელმწიფო აუდიტი საუბრობს. ეს ქვეყანა კორუფციით ჩამოშალეს - დასძინა მან.