სააკაშვილი ამბობს, რომ სახლში დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება - Reuters
სააგენტო Reuters საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გეგმების შესახებ სტატიას აქვეყნებს. სააგენტოს სააკაშვილის საქართველოში ჩასვლით გამოწვეულ შესაძლო პოლიტიკური ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
საქართველოს სასამართლომ 2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მისი პრეზიდენტობისას პარლამენტის ოპოზიციური წევრის ცემის მტკიცებულებების დაფარვის მცდელობისთვის,“- წერს Reuters.
სტატიაში მოხვდა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის, მუქარაც , რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს საზღვარზევე დააკავებენ.
სააგენტო ხაზს უსვამს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. თუმცა სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულად საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია იმ ანულირებული პოლიტიკური შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები უნდა დაენიშნა.