"ოცნებას შანსი არ აქვს, მისი რეიტინგი 30%-ც კი არ არის - ირმა ინაშვილი
,,ქართული ოცნება" მძიმე მდგომარეობაშია, მისი რეიტინგი მუდმივად მცირდება და არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს - ამის შესახებ ,,პატრიოტრთა ალიანსის" ლიდერმა ტვ პირველზე, გადაცემა ,,დღის ამბებში", სტუმრობისას განაცხადა.
ირმა ინაშვილის თქმით, მუდმივ რეჟიმში ხვდება ამომრჩევლებს და კარგად იცის მათი განწყობა:
კობახიძეს რომ დაუტოვებ ქვეყანას, ყველა სადავეს ჩააბარებ და პარლამენტს ცირკს დაამსგავსებ, არჩევნებს რომ გააყალბებ, ყველაფერს ფეხზე დაიკიდებ, მერე ასეთ მდგომარეობაში ვარდები, რა მდგომარეობაშიც ახლა ,,ქართული ოცნებაა". არავითარი 45%, არც 40 და არც 30% ,,ქართულ ოცნებას" არა აქვს.
ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ვიცით მათი განწყობა. არავითარი შანსი ამ არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას" არა აქვს - პროგნოზირებს ირმა ინაშვილი.