ივანიშვილის გუნდს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი შეხვედრა ჰქონდა
ივანიშვილის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი შეხვედრა ჰქონდა. ამერიკასთან მოლაპარაკებებში ისევ ლევან დავითაშვილია ჩართული.
სახელემწიფო დეპარტამენტში დავითაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა და ინფორმაციაც თავად გაავრცელა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. რა უთხრეს დავითაშვილს, ამერიკულ მხარეს ჯერ ინფორმაცია ამ საკითხზე არ გაუვრცელებია. ეკონომიკის და ფინანსთთა მინისტრები ამერიკაში მსოფლიო ბანკთან შეხვედრებზე ჩავიდნენ და პარალელურად როგორც თავად ამბობენ საუბარი შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში.
„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.