რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს შიგნით, თუ გარეთ, ეს კანონი აღსრულდება - მმართველი გუნდი სააკაშვილის დაკავებაზე

28.09.21 15:15
რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს შიგნით, თუ გარეთ, ეს კანონი აღსრულდება - მმართველი გუნდი სააკაშვილის დაკავებაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის აღსრულებას და მის დაკავებას აანონსებს. ქადაგიშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა რეკომენდაციას გასცემენ საერთაშორისო პარტნიორები.

ძალიან ანგარიშს ვუწევდით და ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, მაგრამ როგორც იტყვიან - ეს გზა მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობისთვის არ არის, როცა სხვა მხარე არ უწევს   ანგარიშს  ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და ის მაინც ჯიუტად ცდილობს, თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკა კვლავ გაამძაფროს, ამას, რა თქმა უნდა, ერთხელ ოდესღაც თავისი ლოგიკური დასასრული ექნება. რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს შიგნით, თუ გარეთ, ეს კანონი აღსრულდება, ყველაფერს აქვს თავისი დრო ", - თქვა ქადაგიშვილმა

მსგავსი სიახლეები