კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს - ვოლსკი ზურაბიშვილს პასუხობს

28.09.21 15:18
კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს - ვოლსკი ზურაბიშვილს პასუხობს

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის, კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა უტოპიად მიაჩნია. ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

ვოლსკის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არა აქვს.

დღევანდელ ვითარებას თუ გადავხედავთ, გავაანალიზებთ, რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან", იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად იქცა და ასევე ნებისმიერ სხვა პარტიასთან.

შეკითხვას დავუსვამ ზურაბიშვილს, რომელი  პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება, ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს?", - თქვა  გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემასთან საქართველოში კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები