რეგისტრატორების შესაძლო მოსყიდვა არჩევნებზე - ცესკო გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს
ცესკოს თავმჯდომარე სოსო გოგაშვილის პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უარყოფს - საუბარია "სახალხო პარტიის" ლიდერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კომისეიბის რეგისტრატორები მოისყიდა, თუ მოქალაქე არჩევნებზე არ მივა, მის ნაცვლად ხმას სხვას მიაცემინებენ.
გიორგი კალანდარიშვილის მტკიცებით, გაყალბების ამ მეთოდის შესახებ არასდროს სმენია:
თუ რაიმე გადაცდომა იარსებებს, ეს იმდაგვარად იქნება პრევენცირებული, რომ ამდენ ადამიანს დაკვირვების, კონტროლის, გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობა ექნება.
როგორც იცით, კენჭისყრის დღეს მხოლოდ 17 კომისიის წევრი არ იქნება. უკვე ძალიან ბევრი დამკვირვებელი და მედიასაშუალების წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
არავის ექნება შესაძლებლობა, რაღაც ჰიპოტეტურ სქემებზე მოახდინოს აპელირება"- ამბობს ცესკო-ს თავმჯდომარე.