თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ ივანიშვილის მონას - მონა აღარ არის?! - ქადაგიშვილი
მონა აღარ არის პრეზიდენტი?! - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოლაიციურ მთავრობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე.
გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ. ეს ერთი და მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, პრეზიდენტიც ალბათ, ამას გულისხმობდა,"- თქვა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემასთან საქართველოში კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა.