81 მილიონიანი პროექტი ოზურგეთს - ირაკლი ღლონტის ეკონომიკური განვითარების პროგრამა

28.09.21 16:22
81 მილიონიანი პროექტი ოზურგეთს - ირაკლი ღლონტის ეკონომიკური განვითარების პროგრამა

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, ირაკლი ღლონტმა დღეს ოზურგეთელებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროგრამა წარუდგინა.

ღლონტის თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში უცხოელი ინვესტორი 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს განახორციწლებს.

პროექტი ჩაის კულტურის განვითარებას ასევე ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას გულისხმობს, რაც გომის მთას, ურეკსა და შეკვეთილს მოიცავს. პროექტის პრეზენტაცია დღეს ჭადრების ბაღში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები