სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განაცხადა. ჩხენკელის თქმით, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მოსწავლეების მშობლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ.
სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. სკოლაში იქნება ზედმიწევნით დაცული ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი. მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, აუცილებელია, რომ გაგრძელდეს აცრის პროცესი. მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, განსკაუთრებით, ბავშვების მშობლები", - თქვა ჩხენკელმა.