ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

25.04.25 12:01
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად.

ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების, მთავარი მონაპოვარი, ღირებულებების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, მადლიერება გამოვხატო ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან მემსახურა საქართველოსთვის. წარმატებას ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და დიდ გუნდს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები