კრახი საარჩევევნო პრეზენტაციაზე - ლადო ხინჩეგაშვილმა დაწერილი ტექსტის წაკითხვა ვერ შეძლო (ვიდეო)

28.09.21 17:25
კრახი საარჩევევნო პრეზენტაციაზე - ლადო ხინჩეგაშვილმა დაწერილი ტექსტის წაკითხვა ვერ შეძლო (ვიდეო)

კრახი საარჩევნო პრეზენტაციაზე - ოლიმპიურმა ჩემპიონმა, "ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატმა, ლადო ხინჩეგაშვილმა, მისივე პარტიის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე დაწერილი ტექსტის წაკითხვა ვერ მოახერხა.

პრეზენტაცია ისე დასრულდა, რომ მერობის კანიდიდატმა მოსახლეობას არაერთი მცდელობის მიუხედავად დაპირებები და საარჩევნო პროგრამა  ვერ გააცნო.

პოლიტიკური ფიასკოს მიუხედავად, მერობის კანდიდატი დღეს ამბობს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.  ხინჩეგაშვილი დაბნეულობას იმას აბრალებს, რომ გამოსვლის წინ რეპეტიცია არ გაუვლია: 

კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ, ეს სასაცილოა, ალბათ, ხუმრობთ.... ჩემს პროგრამაში ძალიან ბევრი მიმართულებები იყო და რომ არ გამომრჩენოდა რომელიმე, ამიტომ მეწერა. არ მქონდა რეპეტიცია გავლილი და ეს ამიტომ მოხდა",- აცხადებს მერობის კანდიდატი.

"ტვ პირველი" დაინტერესდა, ჩაერია თუ არა სუსი მის გადაწყვეტილებაში, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის სიით გასულიყო, რაზეც სპორტსმენმა ორაზროვანი განმარტება გააკეთა. ,,პირველების" ინფორმაციით, წარმატებული სპორტსმენი პოლიტიკაში წასვლას არ გეგმავდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეში ჩაერია და ხინჩეგაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა.

რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემთან და ვუთხარი, რომ დრო მოეცათ, ვიფიქრე და გადავწყვიტე, მინდა, უკეთესობისკენ შევცვალო ჩემი ქალაქი", - განაცხადა ლადო ხინჩიგაშვილმა.

ტვ პირველის კითხვაზე, იყო თუ არა ამ ადამიანებს შორის ქვემო ქართლის სუს-ის ხელმძღვანელი, ოთარ ნონიკაშვილი, ხინჩიგაშვილი პასუხობს - ,,ბევრი ადამიანი იყო". 

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ისინი საკრებულოს პირველივე სხდომაზე იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. 

ხინჩეგაშვილი, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ წარმატებული სპორტული კარიერით გაიცნო, "ქართული ოცნების" რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.  მისი პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო.  მოსახლეობა ხინჩიგაშვილს ისევ ტატამზე დაბრუნებას ურჩევს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები