ექიმების 70% სრულად აცრილია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ექიმების 78% კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია, ხოლო 70% სრულად არის ვაქცინირებული.
ექიმების 78% ეთჯერადად არის აცრილი, ხაზს ვუსვამ ექიმების და არა მთლიანად სამედიცინო პერსონალის და ორჯერადად 70%-ია აცრილი. ექიმები ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოცული ჯგუფია დღეს, შედარებით ნაკლებია სამწუხრაოდ ექთნები და სამედიცინო დაწესებულებებში მომუსავე პერსონალი", - თქვა გამყრელიძემ.