რეპრესიები დაიწყო - მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული
სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული ამ წუთებში მარნეულში. სოფელ შულავერში, სადაც დღეს მოსახლეობას აქცია უნდა გაემართა, სპეციალურ ეკიპირებაში ჩაცმული სამართალდამცავები გამოჩნდნენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლებიც.
ფაქტს წინ მოქმედი მერის განცხადება უძღოდა, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმე გზას გადაკეტავდა, ყველას დააკავებდნენ.
მოსახლეობას მედიკამენტებზე, პროდუქტებსა და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებზე ფასების დრამატულად ზრდის გაპროტესტება სურდა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას გეგმავდა.
სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების შემდეგ ორგანიზატორებმა აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
საპოლიციო ძალების მობილიზების მიზეზებს "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ადგილზე არკვევს.
ფოტო: marneulifm.ge