მარტო რაგბისტები არ არიან ჩართული -კალაძე აღიარებს, რომ კამპანიაში სპორტსმენები ჩართო

28.09.21 17:14
მარტო რაგბისტები არ არიან ჩართული -კალაძე აღიარებს, რომ კამპანიაში სპორტსმენები ჩართო

თბილისის მერი და "ოცნების" მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, წინასაარჩევნოდ მორაგბეების საარჩევნო პროცესში ჩართვას აღიარებს და ამბობს, რომ დასახმარებლად მმართველმა გუნდმა სხვა სახეობის  სპორტსმენებსაც მიმართა. კალაძე სიების შედგენას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ტვ პირველის მოგონილია. 

მარტო რაგბისტები არ არიან ჩართული, სპორტსმენები ყველა აბსოლიტურად და არა მხოლოდ სპორტსმენები, ხელოვნების წარმომადგენლები, საქართველოს ესტრადის ვარსკვლავები. სიები არ არის საჭირო. არ უარვყოფ, რომ ჩემ მხარდამჭერის მიმართულებით ჩართული არიან", - ამბობს კალაძე. 

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავა, ამბობს, რომ რაგბის კავშირი ყველაზე აპოლიტიკური ფედერაციაა საქართველოში.

მთავარი უფლება არის არჩევანის უფლება, მითუმეტეს სპორტსმენები და სპორტი  გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკისგან. რაგბის კავშირი სრულიად გამიჯნული არის პოლიტიკისგან", - ამბობს კაჭარავა. 

რაგბის კავშირი კახა კალაძის გასამარჯვებლად  ეხმარება.

"ტვ პირველს" წყარო უყვება, რომ საყოველთაო მობილიზაცია კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ, დაუკვეთა. 

რაგბის კავშირის ხელმძღვენელობა მორაგბეებს კაბინეტებში იბარებს და მათ 50 კაციან სიას თხოვს, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას "ქართულ ოცნებას" და კახა კალაძეს მისცემს. 

ამ ყოველივეს კი ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებელი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი, იოსებ ტყემალაძე, კურირებს. 

ირკვევა, რომ არჩევნებზე მმართველ პარტიას არასრულოვანი მორაგბეებიც დაეხმარებიან.

 

მსგავსი სიახლეები