სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში პოლიცია კონცენტრირებას ვერ მოახდენს საარჩევნო უბნებზე- ელისო კილაძე
ვფიქრობ, სააკაშვილმა ჩამოსვლის დრო სწორად შეარჩია - ქრონიკა + -ის რედაქტორის თვალსაზრისით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ანონსი გამართლდება და ის არჩევნების დღეს სამშობლოში დაბრუნდება, სამართალდამცველების მთელი რესურსი დაიხარჯება სააკაშვილის გადაადგილების მარშრუტსა და ლოკაციაზე, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე კონცენტრირებას ,,ქართული ოცნება" ვერ მოახდენს.
იმ დღეს სამართალდამცველების მობილიზება იქნება სააკაშვილის დასახვედრად და არა საარჩევნო უბანზე, რასაც ისინი ყველა არჩევნებზე ახდენენ. მთელი კონცენტრაცია იქნება სააკაშვილის გადაადგილების ტრაექტორიაზე. შესაძლებელია, ეს იყო უბრალოდ ანონსი და ის სხვა გზით შემოვიდეს საქართველოში, მაგალითად სახმელეთო გზით და პოლიციის მობილიზება იქნება კონცენტრირებული სააკაშვილზე, არა არჩევნებზე.
,,ქართული ოცნება" ვერ მოახდენს მობილიზებას საარჩევნო უბნებზე, ვერც ქუჩის ბიჭების მობილიზებას შეძლებენ. არც სუს-ს და არც შსს-ს ამის რესურსი არ ეყოფა - აცხადებს ელისო კილაძე.