ოცნების" და კრიმინალური სამყაროს გარიგება ჩაშლის ზღვარზეა - საფრანგეთში "ტარაკანა" დააკავეს

28.09.21 20:08
 ოცნების" და კრიმინალური სამყაროს გარიგება ჩაშლის ზღვარზეა - საფრანგეთში "ტარაკანა" დააკავეს

"ქართული ოცნების" და კრიმინალური სამყაროს არაფორმალური გარიგება ჩაშლის ზღვარზეა. საფრანგეთში კახი კალაძის გარემოცვის შუამავალი კანონიერ ქურდებთან, ე.წ. "ტარაკანა" დააკავეს. "პირველების" ინფორმაციით,  ფრანგმა სამართალდამცველებმა გიორგი მარსაგიშვილი რეიდის დროს აიყვანეს.   

მარსაგიშვილის  დაკავების შესახებ სასწრაფო შეტყობინებაა "პირველებმა"  პარიზიდან  ცოტა ხნის წინ მიიღო. მისი და კახა კალაძის ცოლის ძმის კავშირებზე რეპოტაჟი ტვ პირველის შაბათის ეთერში გავიდა.

მტკიცებულებებით, რომელიც ტვ პირველმა მოიპოვა, დგინდება, რომ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებული გიორგი მარსაგიშვილი, თურქეთსა და ევროპაში   კანონიერ ქურდებთან კალაძის ცოლის ძმამ გააგზავნა. პირობის თანახმად, თუ შავები კალაძეს ხმების აგროვებაში  დაეხმარებოდნენ, სანაცვლოდ თბილისის მერი მათ დიდ ბენეფიტებს ჰპირდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ევროპაში, ქურდებთან სალაპარაკოდ ჩასული "ტარაკანა" პოლიციის სამიზნე გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები