გორში "ნაციონალური მოძრაობის" მერეთის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი გაიტაცეს

28.09.21 20:21
გორში "ნაციონალური მოძრაობის" მერეთის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი გაიტაცეს

გორში "ნაციონალური მოძრაობის" მერეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის,  შვილი გაიტაცეს.  სასწრაფო შეტყობინება "ტვ პირველში" რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა. 23 წლის ლუკა ბიძინაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის სოფელ  კარბიდან თეთრი ფერის ,,შკოდას" მარკის ავტომობილით გაიტაცეს.  

მთავარი ოპოზიციური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრები სამხარეო პოლიციასთან არიან შეკრებილები. ისინი ხელს პოლიციისკენ იშვერენ. 

თუ რამე უნდოდათ, დაებარებინათ და ჩამოვიდოდა პოლიციაში. გატაცება არ ვიცი... მოიტაცეს, თუ თვითონ ჩაჯდა მანქანაში, არ ვიცი... მეგობარმა რაც მითხრა, გვარი შეგვეკითხა და თქვენთან საქმე მაქვს, დაბრძანდით მანქანაშიო. ერთი მახსოვსო, რომ ხელებს უფათურებდა ჯიბეებზე, რამე ხომ არ გაქვსო, ალბათ იარაღს თუ ეძებდნენ. 99 % პოლიციელების იყვნენ, ფორმიანები, - თქვა თავად გატაცებულის მამამ, ლევან ბიძინაშვილმა. 

მომხდართან დაკავშირებით გორის პოლიციაში განმარტებებს არ აკეთებენ. 

მსგავსი სიახლეები