"ოცნება" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეებს ამზადებს - მელია

28.09.21 21:20
"ოცნება" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეებს ამზადებს - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტს აღარ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

გაგანდობთ ერთ ინფორმაციას სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, თუ იმ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს სათადარიგო რაღაც, - თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები