ადამიანმა გადადო თავი და თქვა, რომ აღარ მინდა დევნილობაში ყოფნა - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

28.09.21 21:34
ადამიანმა გადადო თავი და თქვა, რომ აღარ მინდა დევნილობაში ყოფნა - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი რისკის ფასად ჩამოდის, რადგან უცნობია, დაჯდება თუ არა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დევნილობაში ყოფნა აღარ სურს და მზადაა, თუნდაც ციხეში წავიდეს.  

ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვქონდეს სატელეფონო, იმიტომ, რომ იცით, მერე რას, როგორ აკეთებენ. მისი პოზიცია მე ვიცოდი, მან იცოდა ჩემი პოზიცია. თანხვედრაში მოდიოდა, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი. ადამიანი საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის და ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავში, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ან დაჯდება, ან არ დაჯდება. სადაც უნდათ, იქ დასვამენ. ადამიანმა გადადო თავი და თქვა, რომ აღარ მინდა აქ ყოფნა, დევნილობაში და მირჩევნია, ციხეშიც კი ვიყო, - თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები