არ არსებობს გზა, რომელიც ამ ხელისუფლებას 2 ოქტომბერს გადაარჩენს - ნიკა მელია

28.09.21 21:55
არ არსებობს გზა, რომელიც ამ ხელისუფლებას 2 ოქტომბერს გადაარჩენს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის,  ნიკა მელიას, თქმით, როგორც 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურად ვეღარაფერი გადაარჩენდა, ისე ვეღარაფერი გადაარჩენს ამჯერად "ქართულ ოცნებას". 

არ არსებობს გზა, რომელიც ამ ხელისუფლებას 2 ოქტომბერს გადაარჩენს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს ვეღარაფერი ვეღარ გადაარჩენდა პოლიტიკურად და 8 საათზე გახდა იძულებული "ნაციონალური მოძრაობა", ეთქვა და ეღიარებინა, მიუხედავად იმისა, რომ 43% აიღეს, რომ წავაგეთ არჩევნებიო. აი, შეუძლებელია, არის უბრალოდ არჩევნები, სადაც ვეღარ იგებ, - თქვა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები