უკრაინაში ომის შესაჩერებლად შეთანხმების მისაღწევად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება - რუბიო

27.04.25 19:06
უკრაინაში ომის შესაჩერებლად შეთანხმების მისაღწევად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება - რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად შეთანხმების მისაღწევად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, სწორედ მომდევნო კვირა ცხადყოფს, გააგრძელებს თუ არა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას. 

ვფიქრობ, ეს ძალიან კრიტიკული კვირა იქნება. ეს კვირა მართლაც მნიშვნელოვანი კვირა იქნება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ ომში მონაწილეობას, თუ დროა ყურადღება გავამახვილოთ სხვა საკითხებზე...

მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ასევე არსებობს რეალისტობის საფუძველი. ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არ ვართ, - განაცხადა რუბიომ. 

მსგავსი სიახლეები