ქვეყანას სჭირდება ფართომასშტაბიანი ამნისტია - გიგი უგულავა

28.09.21 23:10
ქვეყანას სჭირდება ფართომასშტაბიანი ამნისტია - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ამბობს, რომ ქვეყანას ე.წ. მილენიუმის აქტი, ანუ ფართომასშტაბიანი ამნისტია სჭირდება. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ქვეყნის რეალური  წინსვლა.

პირველი და ჩემი პრინციპული პოზიცია არის და სხვათა შორის თავის დროზე ამაზე სააკაშვილთანაც მქონდა დავა, მაგრამ მე ჩემს პრინციპულ პოზიციაზე დავრჩი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მილენიუმის აქტი, ანუ 2000-21 წლის ფართომასშტაბიან ამნისტია, რომელიც მოიცავს სამ ეპოქას, დაწყებული შევარდნაძიდან, დამთავრებული ივანიშვილით და ბუნებრივია, სააკაშვილის ეპოქასაც. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამე, თუ ჩვენ გვინდა, რეალურად მივცეთ ქვეყანას განვითარების შანსი და ერთ წრეზე ციყვივით არ ვატრიალოთ ბორბალი და გვეგონოს, რომ მივდივართ წინ, - თქვა უგულავამ. 

მსგავსი სიახლეები