"ხარებას" საიდუმლო შეხვედრა რესტორნის კუპეში
"ხარებას" საიდუმლო შეხვედრა რესტორნის კუპეში - "პირველმა" გადაიღო კადრები "მეტეხის ჩრდილთან", სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მანქანები იყო მობილიზებული.
როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე ჩვენი კამერის გამოჩენის შემდეგ არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი რესტორნის ვიპ კუპეში ჩაიკეტა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი რესტორანში გდდ-ის თანამშრომლებს ხვდებოდა.
"პირველებს" აინტერესებს, გდდ-ის შეფისგან მოისმინოს რა ხდება შსს-ში მას შემდეგ რაც შალვა ბედოიძის ნაცვლად, ვახტან გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ რონი (როლანდ) მესხი წინა კვირას დაინიშნა.
მესხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 21 აპრილს მოექცა, როცა თბილისში, პარლამენტის მიმდებარე პროევროპულ აქციაზე ახალგაზრდა ქალს, 20 წლის ნატო ჭიოკაძეს თმაზე მოქაჩა.
- ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ის დემონსტრანტს უკნიდან მიეპარა, თმაში ხელი მოკიდა და ასე ცდილობდა მის შეჩერებას.
"შაბათის ეთერმა" კი გაარკვია, რომ მესხი მამუკა მდინარაძის მეგობარი და უახლოესი გარემოცვის წევრია.