მოსამართლე სახელაშვილი ამაღლობელის ადვოკატს: როდესაც მოწმე საუბრობს რომ რაღაც არ ახსოვს, პასუხს ნუ მოვთხოვთ ამაზე, რომ რატომ არ ახსოვს

28.04.25 17:26
მოსამართლე სახელაშვილი ამაღლობელის ადვოკატს: როდესაც მოწმე საუბრობს რომ რაღაც არ ახსოვს, პასუხს ნუ მოვთხოვთ ამაზე, რომ რატომ არ ახსოვს

 

 

"ქალბატონო მაია, როდესაც მოწმე საუბრობს რომ რაღაც არ ახსოვს, პასუხს ნუ მოვთხოვთ ამაზე, რომ რატომ არ ახსოვს" - ასე მიმართა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის ადვოკატს მაია მწარიაშვილს. 

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია იკითხება

მოსამართლემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მწარიაშვილმა მოწმე პოლიციელს ერთ-ერთი პოლიციელის ვინაობა ჰკითხა, რომელიც ადვოკატის განცხადებით, დაკავებამდე ამოწმებს ჩართული აქვს თუ არა სამხრე კამერა, როდესაც რწმუნდება რომ გამორთულია, შემდეგ გადადის მოქმედებაზე.

ბესელიას თქმით, მას ბევრი თანამშრომელი ჰყავდა და ყველა არ იცის.