ბესელია დგებუაძეზე: სისხლდენა არ მინახავს, სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება
აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მიერ სახეში ხელის დარტყმის შემდეგ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე ნახა.
როგორც შსს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოსამართლის თანდასწრებით თქვა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უსფროსისთვის რამე ვიზუალური დაზიანება არ შეუმჩნევია.
ბესელია ამბობს, რომ სისხლდენა, სისხლნაჟღენთი ან ნაკაწრი დგებუაძის სახეზე არ უნახავს, სიწითლისთვის კი ყურადღება არ მიუქცევია.
ეს მაშინ, როცა სხვა პოლიციელების ჩვენებით, ირაკლი დგებუაძეს ლოყისა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე.
თქვენ როგორ გგონიათ, სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანებები უნდა მიიღო?! სახეში ხელი დაარტყეს და როგორ გითხრათ?...
ჩემთვის აღქმადი [დაზიანება] არის სისხლდენა, რაღაც ეგეთი დაზიანება არ მინახავს, სისხლნაჟღენთი არ ჰქონია, ნაკაწრი არ მინახავს. ხელის დარტყმა ვნახე.
სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება, არც შემიხედავს, არ დავკვირვებივარ, რადგან დაძაბული სიტუაცია იყო“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.