ივანიშვილმა დიდი ფული დაკარგა

28.04.25 20:03
ივანიშვილმა დიდი ფული დაკარგა

ბიძინა ივანიშვილი "ბლუმბერგმა" 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიიდან ამოიღო. მიზეზი ფულის დაკარგვაა. სამ კვირაში ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დაკარგა და მისი აქტივები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ოლიგარქის ქონება აპრილში განახევრდა.

"ბლუმბერგის" მონაცემებით, პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. ახლა ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარი აქვს, ეს მილიარდერების სიაში მოსახვედრად საკმარისი არ არის. არადა, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ყველაზე მდიდარი ადამიანების 500-ეულში ოლიგარქი ადგილს თითქმის 7-მილიარდიანი ქონებით ინარჩუნებდა.

ეს არის ფასი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის გაფორმებისთვის იხდის. სანქციები მუშაობს. ოლიგარქს აქტივების ნაწილი გაეყინა, საერთაშორისო არენაზე ის სანდო პარტნიორად აღარ მიიჩნევა და დიდი რეპუტაციული ზიანის ფონზე, მისი ქონებაც ფასს სულ უფრო მეტად კარგავს და აქტივების გაყიდვაც უჭირს. სწორედ ამით აიხსნება ერთ თვეში ოლიგარქის აქტივების სწრაფი ვარდნა.

თან ქონებას კარგავს და რაც გადაარჩინა, იმის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობს. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო ქონების საქართველოში გადმოტანის და ოჯახზე გადაფორმების სპეცოპერაცია. შეშინებული ოლიგარქი ქონების დაცვას ამერიკული სანქციების პარალელურად ცდილობდა. "ბლუმბერგი" არ არის ერთადერთი, ვინც ივანიშვილის ქონება უკვე გაანახევრა. "ფორბსის" თანახმად, ოლიგარქი კიდევ უფრო გაღარიბებულია და მისი აქტივები მხოლოდ 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარია.

ივანიშვილმა დიდი ფული დაკარგა - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები