რის სათქმელად მიიყვანეს ყოფილი ფეხბურთელი წულუკიანის კომისიაზე

28.04.25 20:38
რის სათქმელად მიიყვანეს ყოფილი ფეხბურთელი წულუკიანის კომისიაზე

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩვენება დღეს მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გიორგი ნემსაძემ მისცა. ვეტერანი ფეხბურთელი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ მას გული ატკინა, როდესაც სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.

ჩნდება კითხვა, თუ "ნაციონალური მოძრაობა" მას რეპრესიებს უწყობდა, მაშინ როგორ აღმოჩნდა ნემსაძე ამ პარტიის სიაში? გიორგი ნემსაძე ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლებამ სიაში იძულებით შეიყვანა. მეტიც, ამაზე რომ არ დათანხმებულიყო, შესაძლოა მის მეგობრებს დიდი საფრთხეც შექმნოდათ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ საინტერესოა, რატომ არ მიაწოდა ამ საკითხზე ინფორმაცია წულუკიანის კომისიას, ან თავად კომისია რატომ არ დაინტერესდა ამ საკითხით.

გიორგი ნემსაძის სახელმა და გვარმა "ნაციონალური მოძრაობის" სიიდან "ქართული ოცნების" სიაშიც წარმატებით გადაინაცვლა. ის 2020-2021 წლებში ცაგერის მერი იყო. ყოფილ ფეხბურთელს ვკითხეთ, შეეწირა თუ არა მისი პოლიტიკური კარიერა მისი შვილის სკანდალს, რომელმაც კიკეთის ტყეში, ვილების ასაშენებლად, უნიკალური ხეები უკანონოდ გაჩეხა. ნემსაძე შვილს იცავს და ამბობს, რომ ერთი ხის მოჭრის გამო მას თანამდებობიდან არავინ გადააყენებდა. 

გიორგი ნემსაძის საქმე - დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები