თურმე, რას უკავშირდებოდა კობახიძის მიერ დიანა ტრაპაიძის გარყვნილად გამოცხადება - ინგა გრიგოლია "ოცნების" სტრატეგიაზე

29.09.21 11:19
თურმე, რას უკავშირდებოდა კობახიძის მიერ  დიანა ტრაპაიძის გარყვნილად გამოცხადება  -  ინგა გრიგოლია "ოცნების" სტრატეგიაზე

სუსი-დან გამოჟონილი ახალი ფაილების მიხედვით,  ჟურნალისტების წინააღმდეგ "ოცნების" დისკრედიტაციის კამპანია მოშე კლუგჰაპტის დაწერილი კამპანიის ნაწილია. "ტვ პირველის" წამყვანის, ინგა გრიგოლიას, თქმით, ამ ფაილის გასაჯაროებით დადასტურდა, "ოცნების" ლიდერები  მოშეს მიერ დაწერილი სტრატეგიით მოქმედებდნენ და ჟურნალისტების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებენ.  

ეს არის "ქართული ოცნების" ნამდვილი სახე და ყველა თავისუფალი ადამიანი, ვისაც არ უნდა, ცხოვრობდეს მონობაში და უნდა შეიგრძნოს, რას ნიშნავს თავისუფლება,  უნდა დაუპირისპირდეს ამ სიბინძურეს, რასაც "ქართული ოცნება" საგანგებოდ ჩამოყვანილი უცხოელი პიარსტრატეგის მიერ დაწერის შემდეგ საკუთარი ხელით აკეთებს და ახმოვანებს. 

აი, თურმე რას უკავშირდებოდა ირაკლი კობახიძის მიერ  დიანა ტრაპაიძის გარყვნილად გამოცხადება, ან ჩვენი პირდაპირი დაკავშირების მცდელობა მიხეილ სააკაშვილთან", - ამბობს ინგა გრიგოლია. 

მსგავსი სიახლეები