საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია - ნიკა გვარამია

29.04.25 12:42
საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია - ნიკა გვარამია

 

 

"დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია", ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლთან განაცხადა, სადაც ბოლო რამდენიმე საათია ჩხრეკა მიმდინარეობს.

მისი თქმით ფრაზა - " საქართველო ბელარუსი არ არის უნდა დავივიწყოთ" .

"საქართველო ბელარუსი არ არის" - ეს ფრაზა უნდა დავივიწყოთ. საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია. დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის სახლში ჩხრეკა დილის 8 საათიდან მიმდინარეობს. საცხოვრებელი კორპუსი დილიდან კრიმინალური პოლიციიის ალყაშია. ადგიოლზე იმყოფებიან ნანუკაჟორჟოლიანის მხარდაჯმჭერები, კოლეგები და პოლიტიკოსები. 

ფოტო: IPN. GE 

 

მსგავსი სიახლეები