დადასტურდა, რომ დაწერილი სცენარით მოქმედებდნენ და საკუთარი აზრიც კი არ გააჩნიათ - ნოდარ მელაძე სუსის ფაილებზე
,,ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, სუსი-დან გამოჟონილ იმ ფაილს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" შავი პიარის სამიზნე ჟურნალისტებიც უნდა გამხდარიყვნენ.
სუსი-დან გამოჟონილი ახალი ფაილების მიხედვით, "ოცნების" მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ დისკრედიტაცია მოშე კლუგჰაპტის დაწერილი კამპანიის ნაწილია.
ამ ფაილებით დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები რეალურად წარმოადგენენ მარიონეტის თეატრის თოჯინებს, რადგან ისინი არა საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ ჟურნალისტებთან ომში, არამედ კონკრეტულად წინასწარ დაწერილი, შავი პიარის ცნობილი სპეციალისტის მიერ დაწერილი, სცენარით მოქმედებდნენ და საკუთარი აზრიც კი არ გააჩნიათ.
სწორედ ესეთი ადამიანების ხელში არის მმართველი პარტია. დღეს ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ, რომ სიმართლე უთხრან საქართველოს მოქალაქეებს, რეალურად არიან ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ამ ქვეყანაში", - ამბობს ნოდარ მელაძე.