თქვენზე უბინძურესი ადამიანები არ არსებობს - კალაძის მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე

29.09.21 11:30
თქვენზე უბინძურესი ადამიანები არ არსებობს - კალაძის მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე

თბილისის მოქმედი მერი და "ოცნების" მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, ჟურნალისტების შეკითხვამ გააღიზიანა და მათ შეუარცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. კალაძემ ჟურნალისტები ბინძურ ადამიანებად მოიხსენია. ჟურნალისტების შეკითხვა სუსი-დან გამოჟონილ ფაილს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც "ოცნებას" ოპონენტების და ჟურნალისტების მადისკრედიტირებელი კამპანია ცნობილმა პიარსპეციალისტმა დაუგეგმა. 

არც "ქართულ ოცნებას" და არც კალაძეს არაფერი მოუწყვია, სიტყვები შეარჩიეთ. თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები, ამ ქვეყანაში არ არსებობს, თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამისი სახე, ამაზე მეტი დისკრედიტაცია რა გინდა,  სად მუშაობ", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს. 

მსგავსი სიახლეები