1937 წელში არ ვართ, როცა ივანიშვილს შეუძლია კედელთან მიაყენოს და დახვრიტოს მასზე გაბრაზებული ადამიანები - კირთაძე
1937 წელში არ ვართ, როცა ივანიშვილს შეუძლია კედელთან მიაყენოს და დახვრიტოს მასზე გაბრაზებული ადამიანები - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე თბილისში დრეს დილიდან მიმდინარე ჩხრეკების სერიას.
კირთაძე ამ წუთებში რამიშვილის ქუჩაზე, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთანიმყოფება, სადან ჩხრეკა თითქმის 7 საათია მიმდინარეობს.
ადრე თუ ანონიმური წერილების საფუძველზე ხდებოდა ადამიანებთან სახლებში შევარდნა, დაკავება და ა.შ. ახლა ღიად, შაქარიშვილმა და კაკაბაძემ შეიტანა საჩივარი. უბრალოდ, ივანიშვილს ეშლება, სხვა დრო, სხვა ვითარება და სხვა მსოფლიოა და მას ეს არ გაუვა. ის ვერ შეაშინებს ამდენ ადამიანს ამ ქვეყანაში, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, რომელიც არის მისი წინააღმდეგი. ჩვენ მართლა არ ვართ 1937 წელში, როცა მას შეუძლია კედელთან მიაყენოს და დახვრიტოს ამ ქვეყანაში მასზე გაბრაზებული ადამიანები", - ამბობს გიორგი კირთაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
არასწრულწლოვანი იმყოფება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ჩხრეკა.
დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ.