ვინ ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარეობის პოსტს - რას ამბობენ "ოცნებაში"

29.04.25 15:09
ვინ ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარეობის პოსტს - რას ამბობენ "ოცნებაში"

ვინ ჩაიბარეს პარტიის თავმჯდომარის პოსტს - პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გუშინ პროცედურის შესახებ იმსჯელებს, თუმცა კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ წინდაწინ კანდიდატებზე საუბარი არაკორექტული იქნება. 

საკითხი, რომელიც პოლიტსაბჭომ და ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს, არ იქნება კორექტული, ამაზე წინასწარ იყოს საუბარი. ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და არა ცალკეულ კომენტარებში გაჟღერდეს. აქედან გამომდინარე, არაკორექტულია მანამდე რაიმე კომენტარის გაკეთება ამ თემაზე.

გვქონდა გუშინ მსჯელობა თავად ყრილობაზე, პროცედურაზე. რაც შეეხება კანდიდატურებს, ამაზე არ გვქონდა მსჯელობა, - ამბობს პაპუაშვილი.
 

ლევან მაჭავარიანი კი "პირველებს" ეუბნება, რომ ის, ვინც თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება, მას მხარე მთელი გუნდი დაუჭერს.  

ვერ დაგასპოილერებთ, თუმცა ვისაც მხარს დავუჭერთ, აბსოლუტურად ყველა, მთელი პარტია ერთსულოვნად ვფიქრობთ, რომ ის უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე. ვინც იქნება, გარანტიებს გაძლევთ, რომ მთელ გუნდს უნდა ის იყოს თავჯდომარე, - მაჭავარიანი.

ივანიშვილის კიდევ ერთი დეპუტატი რიმა ბერაძე ირწმუნება, რომ მისთვის კობახიძის და კალაძის კანდიდატურები ერთნაირად მისაღებია, ამიტომ, მისი თქმით, ვისაც პოლიტსაბჭო აირჩევს, მხარსაც იმას დაუჭერს. 

ჩემთვის ერთი პიროვნებაც და მეორე პიროვნებაც ძალიან საყვარელი ადამიანები არიან, ღირსეული ადამიანები არიან, თავიანთი საქმი კარგი მცოდნეები, პატრიოტები. ვისაც გადაწყვეტს პოლიტსაბჭოს, ერთს თუ მეორეს, მე იმას დავუწერ მხარს, - ამბობს რიმა ბერაძე. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, შაბათს პარტიის ყრილობა გამართოს, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. არსებული ინფორმაციით, "ოცნება" ამ პოსტზე კობახიძეს და კალაძეს განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.  

 

მსგავსი სიახლეები