მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ბურატინო იქნება თუ მეორე - ანა დოლიძე "ოცნების" საკადრო ცვლილებებზე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევენ "ოცნების" თავმჯდომარედ. პოლიტიკოსის თქმით, რეჟიმის პირობებში, ქართველი ხალხისთვის უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
არაფერს ეს არ ცვლის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ასე შეჰყურებენ ბედს, რომლებსაც ცხოვრება უძვირდებათ, რომლისთვისაც ქუჩაში გასვლა საშიშია და რომელიც როგორც ქართველი შეიძლება, არ გადარჩეს. ამიტომ, ერთი ბურატინო იქნება, მეორე ბურატინო იქნება თუ მესამე სათამაშო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში არის 5-6 ადამიანი, რომელიც მდიდრდება, რომელიც არის კარგად, რომელთან დაახლოებული ხალხი არის კარგად, დანარჩენი ქართველების ვითარება უარესდება, - ამბობს ანა დოლიძე.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, შაბათს პარტიის ყრილობა გამართოს, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. არსებული ინფორმაციით, "ოცნება" ამ პოსტზე კობახიძეს და კალაძეს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.