ხაზარაძე: ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოლიდარობას უცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა იმ აქტივისტს, ვის სახლებშიც რეჯიმი დილიდან ჩხრეკების სერიას ატარებს.
ხაზარაძე ჩხრეკებს რუსული სცენარით განხორციელებულ ზეწოლისა და ძალადობის სპეცოპერაციას უწოდებს და ამბოსბ, რომ ეს "არალეგიტიმურ ხელისუფლებას ცუდად მოუბრუნდება".
ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა.
ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია, რომელიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება!
საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!
Nanuka Zhorzholiani გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
არასწრულწლოვანი იმყოფება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ჩხრეკა.
დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ.