"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა თელავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

29.04.25 15:44
"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა თელავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

“ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, გენერალურ მდივანთან, ირაკლი კუპრაძესთან და აღმასრულებელ მდივანთან, დეა მეტრრველთან ერთად, თელავში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. კოალიციის ლიდერებმა თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ბერძენაშვილი წარადგინეს და პარტიის ახალი წევრებს პირადად გაეცნენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ვიზიტით „ძლიერი საქართველო“ აგრძელებს და ინტენსიურს ხდის საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერების თქმით, რეგიონალური კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქებთან მჭიდრო კოორდინაციაა.  

შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია.  

რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ.

რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემაა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე სამუშაოებისა და ოპოზიციის დასავლელ მეგობრებთან კოორდინაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, რათა მოხდეს არაღიარებული ხელისუფლების მაქსიმალური იზოლაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეჟიმის დამფინანსებლების და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე მოძალადეების სანქცირება აშშ-სა და EU ქვეყნების მხრიდან.

რეგიონებში მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა რათა, რაც შეიძლება მალე მოხდეს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება"- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

“ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის კოალიციის ლიდერებთან კოორდინაცია მნიშვნელოვანია, პროტესტში ჩართულობის და ერთობლივი ბრძოლის ეფექტურად წარმართვისთვის.

 

მსგავსი სიახლეები