პრეზიდენტი ჩხრეკაზე: ტერორი საქართველოში, ხალხი არ გაჩუმდება!

29.04.25 16:07
პრეზიდენტი ჩხრეკაზე: ტერორი საქართველოში, ხალხი არ გაჩუმდება!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩატარებულ მრავალსაათიან ჩხრეკას ეხმაურება და ამას "ტერორის" კვალიფიკაციას აძლევს. 

"ხალხი არ გაჩუმდება!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე. 

"სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე დღეს დილით განხორციელებული რეიდი ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა განსხვავებული აზრის ჩახშობისა და დემოკრატიული ხმების გაჩუმების. რეჟიმმა შეიძლება შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას. ხალხი არ გაჩუმდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები